ჭონქაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 16:43
ჭონქაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის №7-ში, ახალი სკვერი მოეწყო. რეკრეაციული სივრცისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 37 ათასი ლარი დაიხარჯა.

ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო - რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში მოეწყო ბილიკები, განათების ქსელი და გამწვანების თარგები, სადაც მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეები დაირგო.

ტეგები