ნათია მეზვრიშვილი: პრაიდთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჯერ კონკრეტული შედეგი არ აქვს
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 16:54
ნათია მეზვრიშვილი: პრაიდთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჯერ კონკრეტული შედეგი არ აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში „ლგბტ“ პრაიდთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოლაპარაკებებს ჯერ კონკრეტული შედეგი არ აქვს.

"ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. აბსოლუტურად ყველას მინდა მოვუწოდო,  როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, სანამ შინაგან საქმეთა  სამინისტროსთან ოფიციალური შეხვედრები და მოსამზადებელი ღონისძიებები არ
დასრულებულა და საწყის ფაზაშია, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი  შეიკავონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრჯერ უთქვამს და ახლაც  ვიმეორებთ, სადაც უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს
ამის ორგანიზატორი, ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება  კანონის ფარგლებს, დავიცავთ - ეს ერთი. მეორე - ის განცხადება, რომელიც გუშინ „ლგბტ“ თემის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რეალობას არ შეესაბამება
და სამწუხაროა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მით უმეტეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობებში. შეუთანხმებელი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას, ჩვენი, ყველას, მათ
შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესს. მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ორშაბათს დავიწყეთ, არ დასრულებულა. შედეგების შესახებ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე, სახალხო დამცველს ინფორმაცია
მივაწოდეთ და კიდევ მივაწვდით. ამიტომ დაველოდოთ, როცა მოახლოვდება თარიღი. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ. ეს ვუთხარით შეხვედრის მონაწილეებსაც და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. გადაჭრით
რამეზე საუბარი, სანამ ღონისძიების თარიღი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და შფოთვები აბსოლუტურად ზედმეტია," -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ტეგები