ნათია მეზვრიშვილი: ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შსს-მ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 17:04
ნათია მეზვრიშვილი: ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შსს-მ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ბატონი ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა. სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი, რომ პირის მიმართ
კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს. ყველაზე მკაცრი ზომა რისი გამოყენებაც სამინისტროს შეუძლია ეს გახლავთ დაკავება, იძულების ღონისძიების სახით და ეს ყველაზე მკაცრი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონი ჯიბღაშვილის მიმართ გამოიყენა და დააკავა სისხლის სამართლის წესით. ახლა რაც შეეხება ბრალდებას, პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რატომღაც, სამწუხაროდ საზოგადოებას ხშირად ეშლება სასჯელში, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად, პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და აშ. შესაბამისად ამით ყველაფერი დამთავრებული არ
არის, ეს ნიშნავს იმას რომ ხვალ სასამართლომ შეიძლება ბატონ ჯიბღაშვილს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 260-ე მუხლის იმ ნაწილით, რა ნაწილითაც ჯიბღაშვილს ბრალი ედება, საკმაოდ ბევრ ბრალდებულს ნახავთ გარეთ, გირაო შეფარდებულს. "ჩემთვის უბრალოდ ცოტა გაურკვეველია
ბატონი ჯიბღაშვილი დღეს რომ პატიმარი ყოფილიყო, სხვანაირ კონტექსტში დაისმებოდა ალბათ შეკითხვები. რამდენად მძიმეა კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა და უნდა შევცვალოთ ეს ნარკოპოლიტიკა რომ აი ცნობილი სახეები
პატიმრები არიან. კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი და რის გამოც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დააკავა ის ბრალდებულის სახით. არ შეიძლება ყველაფერში შეთქმულების თეორიები ვეძებოთ,"- განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.

ტეგები