უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 17:13
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6984 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.03 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0246 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0359 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4595 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4912 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 აპრილიდან შევა ძალაში.

ტეგები