ბიძინა გეგიძე და ზაზა პაპუაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 19:40
ბიძინა გეგიძე და ზაზა პაპუაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანთა ოჯახებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

ფრაქცია აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივაზე 2018 წლის ივლისიდან მუშაობს. ინიციატივა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის
საშემოსავლო გადასახადის მოხსნას წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული შემოსავლის ფარგლებში.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯერეს ინიციატივის იმპლემენტაციის პერსპექტივები, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისათვის მიზნობრივი დახმარებებისა და შეღავათების გათვალისწინების შესაძლებლობები დღევანდელი
მოცემულობის შესაბამისად.

„ჩვენი ინიციატივაა მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე მდგომი ოჯახების ხელშეწყობა, შშმ პირთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ძალისხმევისა და ინიციატივების მიმართვა ჩვენი ფრაქციისათვის
პრიორიტეტულია. რა თქმა, უნდა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის მოსმენა და საუკეთესო გამოსავლის ერთობლივად მოძიება.“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

საუბრის დროს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა სრული ღიაობა და მზადყოფნა ინიციატივაზე ერთობლივი მუშაობის მიმართულებით.

ტეგები