შრი-ლანკაში მშენებელმა ტერორისტი ტაძარში არ შეუშვა და ასობით ადამიანი გადაარჩინა
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 20:14
შრი-ლანკაში მშენებელმა ტერორისტი ტაძარში არ შეუშვა და ასობით ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაში,40 წლის მშენებელმა, რამეშ რაჯუმ 21 აპრილს თვითმკვლელი ტერორისტი ტაძარში არ შეუშვა, რითაც ღვთი სახლში მყოფი 450 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა, თვითონ კი გმირულად დაიღუპა.

მშენებლის ქვრივის თქმით, მეუღლესთან ერთად ტაძარში ყოველ კვირას დადიოდნენ. სააღდგომო წირვის დაწყების წინ რამეშმა ზურგჩანთიანი უცნობი, რომელმაც მას უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, ტაძარში არ შეუშვა და ტაძარში შესვლამდე გადაღების ნებართვის აღება მოსთხოვა. ამ ინციდენტის შემდეგ, გმირი მშენებლის ოჯახი მას დაშორდა, ტაძარში შევიდა, ცოტა ხნის მერე კი აფეთქების ხმა გაიგეს.  

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს შრი-ლანკის სხვადასხვა ტაძარსა და სასტუმროში 8 აფეთქება მოხდა, რის შედეგად 300-ზე მეტი ადამ,იანი დაიღუპა და 400-ზე მეტი კი დაშავდა.