ეგვიპტეში სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 30-მდე მუმიაა
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 20:58
ეგვიპტეში სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 30-მდე მუმიაა

ეგვიპტის სამხრეთში  ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს. სპეციალისტების ვარაუდით, ის ჩვენი წელთა აღრიცხვით 332-3395 წლებს განეკუთვნება.

BBC-ის ინფორაციით, სამარხი რამდენიმე განცალკავებული ოთახისგან შედგება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამარხში, რომელიც პროვინცია ასუანში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, მთავარი ფიგურის - ტიიტის დადგენა მოხერხდა, თუმცა, გარდა ამისა სამარხში 30-მდე სხვა მუმიაცაა აღმოჩენილი, მათ შორის ბალზამირებული ბავშვთა მუმიებიც.

ტეგები