FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 23:02
FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ამ სიაში არიან ტრინიდადელები კალტონ მიურეი და კიენო ტომასი, მალავიელი ჰელინგს მვაკასუნგულა, სიერალეონელი იბრაჰიმ კარგბო, ბენინელი სეიდად ჩომოგო, ავღანელი მოჰამად სალინ კოჰისტანი და კუბელი ლეონელ დუარტე.

კიდევ ერთი მოთამაშე, კენიელი ჯორჯ აუდი 10 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს და 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმეს, ხოლო საფეხბურთო აგენტმა კუძანაი შაბამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

ტეგები