"ჩემი შვილი 22 წლის გოგო 1 წელია ციხეში ზის, მას 8 წელი მიუსაჯეს, ჯიბღაშვილს კი 10 000 ლარიანი გირაო, სად არის ხალხო სამართალი?!"
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 11:48
"ჩემი შვილი 22 წლის გოგო 1 წელია ციხეში ზის, მას 8 წელი მიუსაჯეს, ჯიბღაშვილს კი 10 000 ლარიანი გირაო, სად არის ხალხო სამართალი?!"

“ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის დედა, ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლების გამო, პროკურატურას და სასამართლოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

როგორც ქეთი მურუსიძის დედამ, თეონა ტყაბლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მაშინ, როცა „ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოთი ტონა ნარკოტიკზე გარეთ გამოუშვეს, მის 22 წლის გოგოს “ფრუკოსზე” არ უნდა წირავდნენ“.

“22 წლის გოგო ერთი წელია ციხეში ზის. ძალიან მინდა სამართალი არსებობდეს. ყველაფერს ალბათ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც დაკავებული ყვიროდა, გენერალურ პროკურორს დაურეკე, კალაძეს დაურეკეთო, უამრავი ნარკოტიკით დაიჭირეს და მას 10 000-ლარიანი გირაოთი გარეთ უშვებენ. ახალგაზრდა, 22 წლის გოგოს, რომელიც ორმა აგენტმა დაამუშავა, 43 წლის კაცები მიუგზავნეს პროკურატურიდან, ტვინი აურიეს და 8 წელი მიუსაჯეს. ვიმეორებ, ჩემს შვილს ორ თუ სამ “ფრუკოსზე” 8 წელი მისცეს. ძალიამ მწყდება გული“, – განაცხადა თეონა ტყაბლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქეთი მურუსიძე კლუბებში “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება მსახიობს ლევან ჯიბღაშვილს, რომელსაც გამოძიება ასევე ნარკოდანაშაულს ედავება, ის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

 

 

წყარო