შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 13:05
შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბოძს შეეჯახა და შემდეგ კი ამოტრიალდა. მანქანაში 5 მოზარდი იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
 
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.
 
შსს გამოძიება 276 მუხლის მე2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რასაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიღება მოჰყვა.