მთაწმინდის რაიონის გამგეობა 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 13:28
მთაწმინდის რაიონის გამგეობა 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს (ვიდეო)

მთაწმინდის რაიონის გამგეობა 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს:

მთაწმინდის გამგეობის მიერ 2019 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების შედეგად:

საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 7 242 კვ.მ ფართობზე;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სკვერს;

მიმდინარეობს ვილნიუსის სკვერისა და კოჯრის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია;

მოეწყო გრუნტის დამჭერი 3 კედელი;

ექსპლუატაციაში შევიდა წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შინდისში - სტაბილური წყალმომარაგებით, 100-მდე ოჯახია უზრუნველყოფილი;

კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა 17 მისამართზე;

მცენარეთა-მოვლა პატრონობის სამუშაოები ჩატარდა 23 მისამართზე;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, განხორციელდა 48 პროექტი;

6 მისამართზე მიმდინარეობს ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრება;

ჩატარდა 1 სპორტული ღონისძიება;

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 1 889 408 ლარი დაიხარჯა;