ირაკლი აბუსერიძემ და ლევან დავითაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინასააღდგომოდ ნობათი გადასცეს
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 17:22
ირაკლი აბუსერიძემ და ლევან დავითაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინასააღდგომოდ ნობათი გადასცეს

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება ძლიერი საქართველოს წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე და საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი მაჟორიტარული ოლქის ტაძრებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ, დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს. 

„გილოცავთ აღდგომის დამდეგ დღესასწაულს! აღდგომა ქრისტიანებისათვის უდიდესი დღესასწაული, მსურს ყველას გისურვოთ სიკეთე, იმედების გამართლება და ბედნიერი ხვალინდელი დღე.   სწორედ ერთმანეთის გვერდში დგომით  მოვაგვარებთ ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ პრობლემას.“ - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.