16 წლის გოგოს დაყაჩაღების მცდელობის საქმეზე არასრულწლოვანია მხილებული
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 18:37
16 წლის გოგოს დაყაჩაღების მცდელობის საქმეზე არასრულწლოვანია მხილებული

შსს-ს ცნობით, გორში 16 წლის გოგოს დაყაჩაღების მცდელობის ამბავზე, არასრულწლოვანია მხილებული.

უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. 

მოზარდს მაკრატლის მუქარით, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ფული მოსთხოვა, თუმცა მოზარდის ყვირილმა თავდამსხმელი შეაშინა და ის მიიმალა.

შემთხვევა 24 აპრილს მოხდა.