სოფელ წრომის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებული
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2019 20:47
სოფელ წრომის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებული

ხაშურში, სოფელ წრომის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია, დაახლოებით, 2 ჰა-მდე ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ხეები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.