ნავთლუღის ბაზართან ჯიხურები დაიწვა
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2019 10:57
 ნავთლუღის ბაზართან ჯიხურები დაიწვა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მახლობლად გვიან ღამით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად 50მ2-მდე ფართობზე განთავსებული ჯიხურები დაიწვა.

მეხანძრეებმა ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 5 ჯგუფი - 25 მეხანძრე და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

ტეგები