გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2019 12:28
გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დრომდე ხეობაში 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ძირითადად დამწვარია 5 ჰექტარ ფართობზე მეტი ტყის ქვედა საფარი - ბალახი და ჯუჯა ხე-მცენარეები.

ტეგები