უკრაინელი ქალის თანმხლებ ბავშვებზე სოციალური მომსახურების სააგენტო ზრუნავს
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 15:18
უკრაინელი ქალის თანმხლებ ბავშვებზე სოციალური მომსახურების სააგენტო ზრუნავს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა. გამოძიების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები მის ბრალეულობას ადასტურებს. 

საქმის ადვოკატის მტკიცებით, უკრაინის მოქალაქე ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართვლოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ათი ბავშვიდან ორი ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. ათივე ბავშვზე სოციალური მომსახურების სააგენტო ზრუნავს. 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს 15:00 საათზე იმსჯელებს. უკრაინის მოქალაქეს ბრალი გუშინ ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა მის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

წყარო: imedinews.ge

ტეგები