ინგლისში მოედნიდან გაძევებულმა ფეხბურთელმა სტადიონზე შუქი გამორთო
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 17:32
ინგლისში მოედნიდან გაძევებულმა ფეხბურთელმა სტადიონზე შუქი გამორთო

ორი ინგლისური გუნდის „ჩელტნემ სარასენზის“ და „კიდლინგტონ დეველოპმენტის“ მატჩი გაჩერდა, როდესაც შეხვედრის 73-ე წუთზე სტადიონზე შუქრი ჩაქრა.

პროჟექტორები „კიდლინგტონის“ ფეხბურთელმა ჯულიუს მურაგამ გათიშა, რომელმაც მეორე ტაიმში წითელი ბარათი მიიღო. მოედნიდან გასვლის შემდეგ, სპორტსმენი გასახდელში შევიდა და სტადიონზე ელექტროენერგიის მიწოდება გათიშა, როდესაც შეეცადა შხაპის ჩართვას. ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

5-წუთიანი შეჩერების შემდეგ, თამაში გაგრძელდა და „ჩელტნემის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
 

ტეგები