ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 18:18
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

სხდომა ბრალდების მოთხოვნით დახურული იყო. შუამდგომლობა დაცვის მხარემაც გაიზიარა.

შსს-ს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

ათი ბავშვიდან ორი ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. ათივე ბავშვზე სოციალური მომსახურების სააგენტო ზრუნავს.
 

ტეგები