დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა ფრიალებს
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 18:36
დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა ფრიალებს

დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა ფრიალებს. ქართული სახელმწიფოს სიმბოლო ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაიტანეს, რომლებიც გარეჯაში თბილისიდან და საგარეჯოდან ჩავიდნენ. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

„ერთმანეთს ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ არ დაისაკუთრონ ეს ჩვენი ადგილები და ტერიტორიები. სადაო არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩვენია, მაგრამ თვითონ გვედავებიან,“ - ამბობს მოქალაქე.

მოქალაქეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეზღუდვები, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააწესა და რის გამოც, უნიკალური ქრისტიანული ძეგლების ნახვის და ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ქართველ მომლოცველებს, ტურისტებს და სასულიერო პირებსაც აეკრძალათ.

„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, საპარლამენტო დელეგაცია იქნება ეს თუ საპრეზიდენტო მხარე იქნება, ყველამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი და იმ პროცესებში არ უნდა გადაიზარდოს, რაც დღესდღეოსობით კავკასიაში სუფევს და მითუმეტეს, ეს ყველაფერი რუსეთს აძლევს ხელს და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსახლეობაც უნდა ვიყოთ ისე, რომ ეს ყველაფერი არ მივიდეს იმ ზომამდე, რაც გამოიწვევს უკვე ესკალაციას ამ ყველაფრის,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დავით გარეჯის უდაბნოში დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისიდან და საგარეჯოდან ჩასულმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთ ტაძართან ჩიჩხატურთან მისვლა გადაწყვიტეს.

აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს არც ქართველმა და არც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა. ტერიტორიაზე გადაადგილების და გადაღების საშუალება არც „რუსთავი ორის“ გადამღებ ჯგუფს მიეცა.

ტეგები