სასამრთლო ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 20:00
სასამრთლო ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალზე განცხადებას ავრცელებს:

"2019 წლის 27 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვნებით ვაჭრობის საქმეზე, ბრალდებულ ი.ს-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.


ი. ს.-ს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ
(ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები