ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე გიორგი შენგელიამ ზუგდიდელ სპორტსმენებს უგულშემატკივრა
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2019 20:11
ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე გიორგი შენგელიამ ზუგდიდელ სპორტსმენებს უგულშემატკივრა

დღეს, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი „კოლხეთის თასი 2019" გაიმართა. სადაც ზუგდიდმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ზუგდიდელ ახალგაზრდა სპორტსმენებს ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატმა გიორგი შენგელიამ უგულშემატკივრა.

სულ შეჯიბრში 20 გუნდი მონაწილოებდა, აქედან 16 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დანარჩენი კი ყაზახეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან იყო წარმოდგენილი.

ტურნირს ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი, ჩვენი თანაქალაქელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათანბეგაშვილი ესწრებოდნენ.

ტეგები