გურჯაანში მამამ შვილი მოკლა
ამობეჭდვა · 29 / 04 / 2019 10:37
გურჯაანში მამამ შვილი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით, მამამ შვილი მოკლა. ნასვამ მდგომარებაში მყოფმა, 69 წლის გივი ლიპარტაშვილმა, 39 წლის ლადოს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში მიაყენა.

მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

გივი ლიპარტაშვილი უკვე დაკავებულია. გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

ტეგები