ვიდეოთამაშების მოიპარვის გამო, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 11:26
ვიდეოთამაშების მოიპარვის გამო, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტიდან ათობით ვიდეოთამაში მოიპარა. ინციდენტი ქალაქ ბუვეში მოხდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

პოლიციის ცნობით, 41 წლის მამაკაცმა ვიდეოთამაშები ჩანთაში დამალა, რომელსაც ალუმინის ძირი ჰქონდა. ამ მეთოდით მოახერხა მან მოპარული ნივთების სუპერმარკეტიდან გატანა.

ბუვეს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა აღნიშნული სუპერმარკეტიდან ნივთები 25 და 26 აპრილსაც მოიპარა.

ტეგები