როგორი ამინდია მოსალოდნელი?
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 12:18
როგორი ამინდია მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 1-2 მაისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 მაისს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

რაც შეეხება დედაქალაქს,თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 მისს +26, +28 გრადუსი იქნება.

ტეგები