იაპონიის იმპერატორი გადადგა
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 13:07
იაპონიის იმპერატორი გადადგა

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო გადადგა. გადადგომის ცერემონია ტოკიოში, საიმპერატორო სასახლეში გაიმართა.

ტახტის დატოვების შესახებ აკიჰიტომ 2016 წელს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად იმპერატორმა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ტახტს 85 წლის იმპერატორ აკიჰიტოს ვაჟი ნარუჰიტო დაიკავებს.

იმპერატორი აკიჰიტო 1933 წელს დაიბადა, მემკვიდრეობის ტრადიციული ათვლით რიგით 125-ე იმპერატორია. ის ტახტზე 1989 წელს ავიდა.

ტეგები