ჩინეთში კანადის მოქალაქეს სიკვდილით დასჯიან
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 14:36
ჩინეთში კანადის მოქალაქეს სიკვდილით დასჯიან

ჩინეთის სასამართლომ კანადელს ნარკოტიკების დამზადება და გაყიდვისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. "იმედინიუსის" ინფორმაციით, სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი ორ ადამიანს გამოუტანა: კანადის მოქალაქე ფან ვეიუს და ჩინეთის მოქალაქე უ ციპინს.

ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 63,8 კილოგრამი მეტამფეტამინი და 365,9 გრამი დიმეთილამფეტამინი. სასამართლომ ასეთი რაოდენობა გადაჭარბებულად მიიჩნია. ამასთან, გამოძიების ცნობით, დამნაშავეები ნარკოტიკებს საზღვარგარეთ ჰყიდდნენ.ამ საქმეზე დაკავებულია აშშ-ის და მექსიკის მოქალაქეც, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩინეთში ნარკოტიკების მოხმარება კანონით ისჯება. დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, სიკვდილით დასჯის პრაქტიკაც არსებობს.
 

ტეგები