კობა კობალაძე: ჩვენი სამხედროების დამსახურებაა, რომ დღეს გვყავს თანამედროვე, ნატოს სტანდარტების, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალები
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 15:04
კობა კობალაძე: ჩვენი სამხედროების დამსახურებაა, რომ დღეს გვყავს თანამედროვე, ნატოს სტანდარტების, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალები

ქართული არმიის იუბილესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” ფრაქციის წევრმა, კობა კობალაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებს პროფესიული დღე მოულოცა:

„დღეს, ქართული არმია დაარსებიდან 28 წლისთავს აღნიშნავს. ამ წლების მანძილზე, ჩვენი სამხედროები საკუთარი სიცოცხლის ფასად, ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ
დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფორმირების პროცესში. გენერლებო, პოლკოვნიკებო, მაიორებო, კაპიტნებო, ლეიტენანტებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ვეტერანებო - გილოცავთ საქართველოს
თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილეს. ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა და არაერთი გმირობის მაგალითი გვახსოვს ჩვენი სამხედროებისგან. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ყველაზე საამაყო
მოქალაქეები და სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე, ნატოს სტანდარტების, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალები. ასევე, პატივი მინდა მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და
საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ნათელ ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალი.

ჩვენი ქვეყნის შენების საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, მინდა,უდიდესი მადლობა გადავუხადო ფორმის მატარებელს და ქვეყნისთვის ფიცითშეკრულ თითოეულ სამხედროს, რადგან სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ
გვაქვს ნათელი მომავლის იმედი. მადლობა ამ თავდადებისთვის!”,- ცხადებს კობალაძე.

ტეგები