საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის გვერდის შესაძლო გატეხვა - შსს-მ მოკვლევა დაიწყო
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 15:13
საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის გვერდის შესაძლო გატეხვა - შსს-მ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას "rustavi2" ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. თუმცა თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს იყო სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა. 

ტეგები