აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2019 20:01
აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებულ ბრიგადაში, თავდაცვისძალების იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სტრატეგიულ პარნტიორებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციისგზაზე და ჩვენ ვიქნებით შეუპოვარნი ჩვენი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად.“-განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო თავისი ინტერესებისა და ვალდებულებების დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.

„ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ვალდებულებების დასაცავად, რასაც ქვეყნის დაცვის ვალდებულება ჰქვია. დღევანდელი დღე პირველად, სიმბოლურად, სწორედ იმ ჯარისკაცებს მივულოცეთ, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანებს ასრულებენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
 

ტეგები