ავსტრალიაში სამთვალა გველი იპოვეს
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2019 15:15
ავსტრალიაში სამთვალა გველი იპოვეს

ჩრდილოეთ ავსტრალიაში სამთვალა გველი იპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, რეპტილიის ფოტო ინტერნეტში ფართოდ გარცელდა სახელით peculiar, რაც უცნაურს, ნორმალურისგან განსხვავებულს ნიშნავს.

შემდგომში მას მეტსახელად Monty Python უწოდეს.

ექსპერტების თქმით, 40 სანტიმეტრის სიგრძის გველს მესამე თვალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი მუტაციის გამო ჰქონდა.

გადახრის ფონზე, ქვეწარმავალს კვებითი პრობლემები განუვითარდა და პოვნის შემდეგ, რამდენიმე კვირაში მოკვდა.