ვახტანგ გომელაური დღეს დეპუტატების წინაშე წარსდგება
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 10:17
ვახტანგ გომელაური დღეს დეპუტატების წინაშე წარსდგება

პარლამენტში, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაური, დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება. ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. კერძოდ, სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ეტაპი ღია იქნება, ხოლო კითხვა - პასუხის დროს, სხდომა დაიხურება.

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში 12:00 საათზე ელოდებიან.

ტეგები