თამარაშვილის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 10:31
თამარაშვილის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა

თბილისში თამარაშვილის ქუჩა, სადაც გვიან ღამით კლდე ჩამოიშალა, ცალმხრივად დაკეტილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გზის სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია, თუმცა, საავტომობილო მიმოსვლა სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც გეოლოგები დაასრულებენ ტერიტორიის შემოწმებას.

ამჟამად ავტომობილები მოძრაობენ ჭავჭავაჭის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩის გავლით საბურთალოსკენ, პირიქით კი მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩამდე.

წყარო: radiotavisupleba.ge

ტეგები