70 წლამდე კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა - ტრაგედია საგარეჯოში
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 10:44
70 წლამდე კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა - ტრაგედია საგარეჯოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 70 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

სავარაუდოდ, კაცმა თავდაპირველად შვილს და რძალს ესროლა, რის შემდეგაც დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შემდეგ კაცი სახლიდან არ გამოდიოდა, რის გამოც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

ტეგები