ახალი დეტალები მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარ ტრაგედიაზე
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 11:36
ახალი დეტალები მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარ ტრაგედიაზე

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგებში ცოტა ხნის წინ 20 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩავარდა, რის შედეგად ის დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ „უწყვეტი სიგნალით“ მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

„დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. იქამდე იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება“, - აცხადებენ თვითმხილველები.

შემთხვევის გამო მტროპოლიტენის მუშაობა შეფერხებული იყო.

 

ტეგები