"კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი მიმალავდა" - საგარეჯოში სასტიკად მოკლული ქალის დედა
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 13:47
"კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი მიმალავდა" - საგარეჯოში სასტიკად მოკლული ქალის დედა

საგარეჯოში მამამთილის მიერ მოკლული რძლის დედა, ნინო სოროზნიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს მამამთილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

„კონფლიქტი სულ ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა. დიდი უბედურება მოხდა. ჩემს შვილს შვილი არ ჰყავდა და ასე გააუბედურეს. მამამთილმა მოკლა. მიზეზი არ ვიცი. ამ კაცს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა",- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

ტეგები