საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მედიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 15:14
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მედიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა და ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„დღეს არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. მინდა, მივულოცო ყველა მედიასაშუალებას, ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, პარლამენტში მომუშავე ჩვენს ძვირფას ჟურნალისტებს. მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და ყველაფერი საუკეთესო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოეწყო გამოფენაც, სადაც მედიის წარმომადგენლების პარლამენტში საქმიანობის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი.

 

ტეგები