გომელაურის მოხსენება პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 15:17
გომელაურის მოხსენება პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში პარლამენტში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა. გადაწყვეტილება კი კენჭისყრაზე მიიღეს, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა. სხდომის დახურვის მიზეზად  ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო ინფორმაცია დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო.

გომელაურმა დეპუტატებს ანგარიში უკვე წარუდგინა. სხდომის ეს ნაწილი მედიისთვის ღია იყო.



 

ტეგები