განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 16:13
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ახალი რეგლამენტის ფარგლებში „მინისტრის საათის“ ინიციატივის დამკვიდრებაზე და იმ ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრა, რაც შსს-სთან ერთად განახორციელეს.

მისი თქმით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც განათლების უწყებასთან, ასევე იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სკოლის უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით. მან რამდენიმე ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის სკოლის უსაფრთხოების საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში შსს-სთან ინტენსიური დიალოგით, მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და დღეს სკოლებში მანდატურის სამსახურის თვალსაზრისით გადადგმულია არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ესაა მანდატურის რეგიონული სამსახურების გაძლიერება, ასევე მათი ფინანსური ანაზღაურების გაზრდა. ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი მოდელი მანდატურის სამსახურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის. მისი თქმით, კონკრეტული შედეგია ასევე ვიდეომონიტორინგის გაუმჯობესება. დაიხვეწა აკადემიური და პროფესიული მომზადების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება სკოლებში მანდატურების შერჩევა. ასევე ახალი რეფორმის შედეგია პოლიციის აკადემიის რეფორმა რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, რომ პროფესიული მზადების მასშტაბები იყოს გაცილებით ფართო.

„კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, არის ცივ იარაღზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არასრულწლოვანებში. ეს არის მოზარდებში როგორც კონფლიქტის ასევე დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ველოდებით, რომ შემოვა პარლამენტში განსახილველად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა




 

ტეგები