დემნა გვასალიამ შექმნა აპლიკაცია, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციაზე მოგვითხრობს
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2019 23:02
დემნა გვასალიამ შექმნა აპლიკაცია, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციაზე მოგვითხრობს

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ წარმოადგინა Vetements-ის უახლესი კოლექცია, რომელიც ინსპირირებულია აფხაზეთის ომისგან განადგურებული ბავშვობით – საქართველოში არსებული ძალადობით, რისი ნაწილიც მისი ოჯახი, 1992 წელს გახდა.

კოლექცია, სახელწოდებით, “SS19“ არ აერთიანებს მხოლოდ „ოჯახისა და ძალადობის“ თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, ეს არის საშუალება, დანარჩენ მსოფლიოს მოვუყვეთ საქართველოს ისტორია, რის შესაძლებლობასაც, დემნას შექმნილი აპლიკაცია გვაძლევს.

აპლიკაცია კოლექციის ფარგლებში გამოსულ ტანსაცმელზე ნახატებისა და QR კოდის სკანირების საშუალებას იძლება. პირველის შემთხვევაში, ანიმაციები მობილურის ეკრანზე ცოცხლდებიან, ხოლო QR კოდის სკანირებისას მომხმარებელი ვიკიპედიის გვერდზე გადადის, რომელიც 1992 წელს აფხაზეთში ქართველების გენოციდზე უყვება მსოფლიოს.

Ethnic cleansing of Georgians in Abkhazia (ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში) ასე ჰქვია ვიკიპედიის აღნიშნულ გვერდს.

წყარო: primetime.ge

ტეგები