ეროვნულ კინოცენტრს გაგა ჩხეიძე უხელმძღვანელებს
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2019 12:54
ეროვნულ კინოცენტრს გაგა ჩხეიძე უხელმძღვანელებს

ეროვნულ კინოცენტრს გაგა ჩხეიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გაგა ჩხეიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„მეგობრებო, წუხელ ოფიციალურად გადმომცეს ქართული კინოს მართვის სადავეები, სხვა სიტყვებით კი – დამნიშნეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად (მინისტრის ბრძანება N 351/კ). გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მოწინააღმდეგეებს კი ვთხოვ, არც ერთი წუთით არ მომცენ მოდუნების საშუალება. ჩემი მხრიდან გპირდებით ქართული კინოს წინსვლას და აღმავლობას, ახალი შემოქმედებითი და კომერციული სიმაღლეების დაპყრობას, მუდმივ ინტენსიურ ურთიერთობას კინემატოგრაფისტებთან, ძველის დაფასებას და ახლის აღმოჩენას. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო სამი წელი გველის. ყველას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და სიყვარულს“, – წერს გაგა ჩხეიძე.

გაგა ჩხეიძე თბილისის კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორია. კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა კი, 2005-2008 წლებშიც ეკავა.