თბილისში ივლისში 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 13:06
თბილისში ივლისში 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს

თბილისში საჯარო საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. ინფორმაციას "პირველ არხი" დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.

რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 7 მაისს 12:00 საათზე გააკეთებს. მეორე წელის რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებისთვის მაისში, ხოლო მომავალი სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელების რეგისტრაცია – ივნისში განხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისს ზაფხულის განმავლობაში წელსაც 40 ბაღი მოემსახურება, თუმცა იქნება გარკვეული ცვლილებები ბაღების ჩამონათვალში, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

ტეგები