თელავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 15:37
თელავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

თელავში, 25 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების ცნობით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

მედიკოსების თქმით, ახალგაზრდა კაცს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტეგები