ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დატბორვის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 16:45
ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დატბორვის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, უხვი ნალექის  შედეგად ადიდებული მდინარე ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დატბორვის გამო, აღნიშნული გზის 132-კილომეტრიდან 134  -ე კილომეტრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოებას პოლიციის და შინაგან საქმეთა  სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

 

ტეგები