დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 18:44
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქციამ ოფიციალური განცხადება შემოიტანა იმის თაობაზე, რომ რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა განიხილოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გაწეული მუშაობისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების საკითხი.

რომან გოცირიძის თქმით, „გუშინ მედიით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ რამდენიმე საგანგაშო რამ თქვა, მათ შორის ის, რომ იგი არ წასულა საკუთარი ნებით, განსხვავებით ოფიციალური ვერსიისა და იგი ხაზს უსვამს სახელმწიფოს მართვაში უკანონო თამაშის წესების შესახებ“.

შესაბამისად, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს ყოფილი მინისტრის მოხსენებით გამოსვლა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ დადებითად უყურებს ამ საკითხს: „თუ ბატონ ქობალიას სურვილი აქვს რაღაც ინფორმაცია გააჟღეროს საჯაროდ და ის ამას აკეთებს ეკრანებთან, აქაც შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს. ქობულია იყო ამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ის გადადგა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა ის განცხადება რაც გააკეთა, ჩვენ ეს მივიღეთ. თუ ორმხრივი შეთანხმების შედეგი იყო და ამაზე მეტის თქმა საჭიროდ არ ჩათვალა ორივე მხარემ, ჩვენც მივიღეთ ეს, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება თავისი ყველა გადაწყვეტილების შინაარსი არ გამოიტანოს გარეთ. თუ ბატონი ქობულია აპირებს რაიმე ახალ გარემოებებზე საუბარს, რა თქმა უნდა, ის ადგილი სადაც ამაზე საუბარი უნდა იყოს, არის სწორედ ეს კომიტეტი. ამაზე თვალის დახუჭვას მე არ ვაპირებ“, - განაცხადა მან.

ამავე დროს კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი კომიტეტის წევრებთან კონსულტაციით უნდა გადაწყდეს. მით უფრო, რომ დღევანდელ სხდომაზევე კომიტეტის წევრებმა არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს ყოფილი მინისტრის მოსვლასთან დაკავშირებით.

დეპუტატების ნაწილი მის გამოსვლაში გარკვეულ პოპულიზმს ხედავს. მათი თქმით, თუკი მას რაიმე ჰქონდა სათქმელი, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდა, გუნდში შეეძლი განეხილა ის.

სხდომაზე დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ამ დღეებში კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ჭარბმა ნალექმა, ნათესები ასობით ჰექტარი გაანადგურა. მისი თქმით ამ სიტუაციაში რომ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გლეხები ასახელებენ სდაზღვევო კომპანიისგან ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს. დეპუტატის განცხადებით: „სადაზღვევოები ცდილობენ რაც შეიძლება გვიან დააზღვიონ ეს ნაკვეთები, იმიტომ, რომ გაზფხული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის პერიოდია, როდესაც შეიძლება პრობლემები შეიქმნას. ამიტომ თხოვნა მექნება იქნებ სადაზღვევო კომპანიების აოციაციას და შესაბამის სამსახურებს დავუძახოთ და ამ საკითხში გავერკვიოთ თუ მართლა ხელოვნურად იქმნება ბარიერები. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დაზღვევას აგროსფეროში და თუ იქიდან რაღაცა ხელისშემშლელი ფაქრტორებია ცხადია, თავისთვად საყურადღებოა“.

კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დაეთანხმა კოლეგას, რომ ეს საკითხი მართლაც შესასწავლია, რამდენადაც ასეთი სიგნალები, გადაუმოწმებელი, მასთანაც მივიდა. შესაბამისად კომიტეტი უახლოეს ხანში დაუთმობს ამ საკითხს საკომიტეტო მოსმენას.

ამის შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა სარატიფიკაციო ხელშეკრულებები. სულ წარმოდგეილი იყო 7 ხელშეკრულება, რომლებიც 2011 წელს ერთი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებშია გაფორმებული აზიის განვითარების ბანკთან და ითვალისწინებს საქართველოსთვის 500 მილიონი დოლარის ოდენობით სასესხო რესურსის გამოყოფას.

აღნიშნული თნხა უნდა მიმართულიყო თავდაპირველად 7 ტურისტულ ცენტსა და სხვა ურბანულ დასახლებებში წყლის სისტემებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რებილიტაციისთვის. მომხსენებლის განმარტებით, წლების განმავლობაში ამ პროექტების განხორციელებისას წარმოიქმნა ეკონომა 22 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც შემდეგ ისევ ჩაბრუნდა დამატებითი პროექტების განსახორცციელებლად და კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაემატა.

რამდენადაც ხელშეკრულებით სესხის დახურვის ვადა მიმდინარე წელს მთავრდება, საჭიროა ვადის გადაწევა 2021 წლის 29 მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ეკონომიის გამოყენება და პროექტების სრულად განხორციელება.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას.
კომიტეტმა სხდომაზე განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში ცვლილების შტანის შესახებ.

ტეგები