რიტუალური მსხვერპლშეწირვა ქუთაისში? - ადგილობრივები შემზარავ მკვლელობაზე საუბრობენ
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 20:01
რიტუალური მსხვერპლშეწირვა ქუთაისში? - ადგილობრივები შემზარავ მკვლელობაზე საუბრობენ

ქუთაისელების ვარაუდით, 40 წლამდე ქალი რიტუალური მსხვერპლშეწირვის გამო მოკლეს. ქუთაისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ წყარო დეტალებზე „პრაიმტაიმთან" საუბრობს.

„საზარელი სანახაობა იყო, ქალის დაქუცმაცებული სხეული ქუთაისში ერთ-ერთ ჩიხში იპოვნეს. ადგილობრივებს მანამდე, ზუსტად იმ ადგილას, დაქუცმაცებული კატა ნახეს. ამიტომაც, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს უცნობი დაჯგუფების ნამოქმედარია. რა თქმა უნდა, ქუთაისში ამ ამბის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. მოსახლეობას ძალიან ეშინია და ამიტომაც, ხმას ვერავინ იღებს. ჩვენთან ეს სატანისტური რიტუალები აქამდე არ სრულდებოდა. ვინ არიან ამ დაჯგუფებაში, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ რადგანაც არსებობს მსხვერპლი ე.ი. არსებობენ ცივსისხლიანი შეშლილები და ვიზაფრებით ამის გაცნობიერებით“ - განმარტავს წყარო.

„პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საზარელი მკვლელობა დაახლოებით ექვსი თვის წინაა მომხდარი, თუმცა სამართალდამცველებისთვის ეს ცნობილი ერთი თვის წინ გახდა.

გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის, ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ არის და შესაბამისად, შსს რიტუალურ მსხვერპლშეწირვას არ ადასტურებს.

„წინასწარ არაფრის დადასტურება არ შემიძლია, თუმცა თავიდანვე ითქვა მსგავსი რამ (რიტუალური მკვლელობა), მაგრამ არ დადასტურებულა. გვამი იმდენად დასახიჩრებულია, რომ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“ - განუცხადა „პრაიმტაიმს“ შსს-ს წარმომადგენელმა.
 

ტეგები