სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 23:18
 სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, რომელშიც ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. არჩევნები გამეორებით ჩატარდება. ამის შესახებ მმართველი პარტიის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წარმომადგენელმა რეჯეფ ოზელმა განაცხადა.

მისი თქმით, გამეორებითი არჩევნები 23 ივნისს გაიმართება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდი ხმით ოთხის წინააღმდეგ მიიღეს.

თურქეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიის „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ მერობის კანდიდატმა იმამოღლუმ 31 მარტის სტამბოლის მერის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 48.8 % დააგროვა და 13 729 ხმით აჯობა მეტოქეს.

იმამოღლუ მერის მოვალეობის შესრულებას 17 აპრილიდან შეუდგა. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიდა მმართველი პარტიის აპელაცია არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

interpressnews.ge

ტეგები