აზერბაიჯანის საგარეო უწყება: მხარს ვუჭერთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფ დასრულებას
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2019 23:28
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: მხარს ვუჭერთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფ დასრულებას

მხარს ვუჭერთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფ დასრულებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ლეილა აბდულაევას სააგენტო „ონა აზმა“ (ona.az) კომენტარი სთხოვა რამდენიმე ქართველი ახალგაზრდის განცხადებაზე დავით გარეჯის კომპლექსში პატრულირების დაწყების შესახებ.

„როგორც აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფ დასრულებას“, – განაცხადა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანულ სააგენტოსთან.

აბდულაევას თქმით, რაც მალე დასრულდება საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები გუშინ დავით გარეჯში იმყოფებოდნენ და განაცხადეს, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე პატრულირებას დაიწყებენ.

წყარო: 1tv.ge

ტეგები