საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველო დატოვეს
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2019 17:54
საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველო დატოვეს

„მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვტოვებთ საქართველოს. მივემართებით ახალ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ჩვენთან იყო ადგილზე თუ საზღვარგარეთ. ასევე გვსურს უღრმესი მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ხელი მოაწერა ჩვენ პეტიციას“, – ნათქვამია მაჰა და ვაფა ალ-სუბაიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუდის არაბეთიდან დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები საქართველოში გამოიქცნენ. ისინი გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსგან დაცვას ითხოვდნენ. მათი თქმით, საკუთარ ქვეყანაში საფრთხე ელოდათ.