„წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცის „ღვინის ეზოს“ გრანდიოზული გახსნა იგეგმება
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2019 18:23
„წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცის „ღვინის ეზოს“ გრანდიოზული გახსნა იგეგმება

10 მაისს, 19:00 საათზე იგეგმება „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცის „ღვინის ეზოს" გახსნის ცერემონია. 

„ღვინის ეზო“ - ეს არის უნიკალური კულტურული სივრცე, ძველი თბილისური ინტერიერითა და მუსიკალური ღონისძიებებით, რომელიც ორიენტირებულია ტურისტების მომსახურებაზე.  

სწორედ ამ სივრცისთვის დაიდგა სპექტაკლ „ხანუმას“ ადაპტირებული მიუზიკლი/პერფორმანსი, რომელიც მაქსიმალურად ინტეგრირდება მაყურებელთან. 

ეს არის უპრეცედენტო ფაქტი ქართულ და არამარტო ქართულ სარესტორნო ინდუსტრიაში.

რეჟისორი: გოგა მაისურაძე

მხატვარი: ბარბარა ასლამაზი

სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიკრიბა დასი და ძირითადად მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებით დაკომპლექტდა. ასევე, შეიქმნა სიმებიანი კვარტეტი, რომელიც აკომპანირებას გაუწევს სპექტაკლს. 

ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრება - ტურიზმის, ბიზნესის, მასმედიისა და  კულტურის სფეროს წარმომადგენლები. 

მისამართი: ბელიაშვილის 99. „ღვინის ეზო“.